ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი 1979 წლის 13 ნოემბერს დაიბადა.
არჩილ სოლოღაშვილს საზოგადოება ეკრანზე ყოველდღიურად ხედავს. ის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრია და კოლეგებმა დაბადების დღეც პირდაპირ ეთერში მიულოცეს.
განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ არჩილ სოლოღაშვილსა და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას, რომელმაც კოლეგას ახლახან სოციალურ ქსელში გულთბილი სიტყვები მიუძღვნა:
„სულ სიცილი, ხარხარი, ბევრი ბედნიერი მოვლენა და პასვორდი. ჩემს ძალას, ჩემს იმედს ჩემს სარკეს, ჩემს უძვირფასეს მეგობარსა და სულის კაცს გაუმარჯოს. გილოცავ აჩო შენ და ყველას ვის ცხოვრებაშიც შენ ხარ. ადამიანი ორკესტრი ხარ სრული პალიტრით“, - წერს თიკა ფაცაცია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/61555282847312/videos/442693331885268
შეგახსენებთ, რომ არჩილ სოლოღაშვილი ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძეზე 11 წელია დაქორწინებულია. წყვილს ერთი 3 წლის შვილი ჰყავს, რომელსაც სანი ჰქვია.
არჩილის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ: იგი თავდაპირველად თეატრალურ სკოლა-სტუდიაში „ბერიკები“ სწავლობდა. 1999 წელს შოთა მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით დაამთავრა. გარდა ამისა, ტელეწამყვანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზეც სწავლობდა.
2006 წელს არჩილ სოლოღაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მეტყველების კულტურის ფაკულტეტი დაამთავრა.
2006 წლიდან ტელეწამყვანი თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 2010 წელს შეასრულა „სანდროს“ როლი, ფილმში „ოცნების ქალაქი“. 2013 წელს მიიღო თეატრალური პრემია „დურუჯი“, ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, სპექტაკლში „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“.
ასევე დაგაინტერესებთ: