Digest Logo

„ჩემს ოცნებაში მივფრინავდი, სასწაულად ბედნიერი ვიყავი...“ - გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

1753212087
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.

მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. გიორგი ჯობავამ გზა მაინც გააგრძელა და ამაზონის ჯუნგლებს ესტუმრა.

ბლოგერი უკვე საქართველოშია და კადრებს მოგზაურობიდან სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ენით ვერ აღვწერ იმ შეგრძნებებს, რასაც აქ ვიღებდი. თავი სიზმარში მეგონა, როცა ვაცნობიერებდი, რომ ჩვენ თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლებში დაფრინდებოდა და ჩემი თვალით ვნახავდი აქაურ სიცოცხლეს“, – წერს გიორგი ჯობავა.

 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რომელი ქვეყანაა იდეალური სამოგზაუროდ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის?

⭕„არ იყო ჩემი განვლილი გზა მარტივი, ბათუმიდან 17 წლის ასაკში ჩამოვედი დედაქალაქში, დავიწყე ნამცხვრების ცხობა და ჩაბარება“ - რას ჰყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი?

⭕„ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება!