მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმაცია მანდ თავად გაუზიარა გამომწერებს.
ამჯერად მომღერალი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, უსაზღვრო სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის და პოზიტივისთვის. ბოდიშს გიხდით, თუ ვინმეს მოწერილს ვერ ვუპასუხე. საკმაოდ ბევრი იყო და ვერ გამოვხატე თქვენს მიმართ საკმარისი სიყვარული. მაგრამ ახლა, ამ ფორმით გეუბნებით მადლობას.
ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია, ტყუილად არ მიცხოვრია თურმე. თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერზე ძვირფასია.
მიყვარხართ ყველა. გისურვებთ ყველა ჩემს მიმართ გაცემული სითბო, სიყვარული და სურვილი ასმაგად უკან დაგიბრუნდეთ“, – წერს ნინი ქარსელაძე.
რაც შეეხება მის პირადს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა:
„მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, - ამბობდა ნინი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთადერთი გზა, ღმერთი და ეკლესიაა...“ - როგორ უმკლავდება სირთულეებს ნინი ქარსელაძე?
⭕„დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო...“ - ბაია დვალიშვილის ცნობილი ოჯახი და როლი საკულტო სერიალში