სოციალურ ქსელში შექმნილ დახურულ ჯგუფში „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ ერთ-ერთი მომხმარებელი „ორ ნაბიჯში“ მომუშავე მოლარის მიმართ უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ იმ პროდუქტზე, რომელიც არ უყიდია, თანხა მაინც გადაახდევინა.
„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ორ ნაბიჯში დღეს, რომელიც მდებარეობს ლიბანის ქუჩაზე N15 ჩემთვის სასწაული ამბავი მოხდა.
ჩემს თვალწინ ორჯერ შეცვალეს პროდუქტის ფასი. შეცვლილი აღარ წამოვიღე და უკან დავაბრუნე, მაგრამ „ცაკალელმა“ მოლარე ირინკამ ეს მაინც იანგარიშა.
როდესაც წამოვედი და დავფიქრდი გადახდილი თანხა მეტი მეჩვენა, უკან მივედი და ვკითხე კონსულტანტს, რომელიც კარში იდგა, რომ ეს დაბრუნებული პროდუქტის თანხა შესული ჰომ არ იყო ქვითარში.
გულდასმით იანგარიშა ტელეფონში და დაადასტურა, რომ იმ პროდუქტის გადავიხადე რაც არ წამომიღია. როგორც კი შევედი მაღაზიაში ჩვენი ირინკა ისე აორთქლდა პროფესიონალ ილუზიონისტსაც კი შეშურდებოდა.
მივედი გოგონასთან, რომელიც მენეჯერად გამაცნეს მან კი ფრიად დამამშვიდა, რომ თანხა რომელიც არაფერში გადამიხდია უკან დამიბრუნდებოდა...
აი, ასეთი სასწაულებიც ხდება (დიდება უფალს). არც ისე დიდი თანხა არ იყო, მაგრამ შეურაცხმყოფელი და სასაცილო. ნამდვილად, იმის გადახდა რაც არ მიყიდია“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ძალიანაც მეამაყება, რომ ყველაზე ღარიბი პოლიტიკოსი ვარ საქართველოში!“ - ალეკო ელისაშვილი