Digest Logo

„ჩემს უმაგრეს ბებიას ვულოცავ დაბადების დღეს“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია

1731667089
კირა ანდრონიკაშვილი

ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია. იგი  1946 წლის, 15 ნოემბერს, თბილისში დაიბადა.

იუბილე სოციალურ ქსელში მისმა შვილიშვილმა მიულოცა და მსახიობის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა.

„ჩემს უმაგრეს ბებიას ვულოცავ დაბადების დღეს“, წერს ლიკა ევგენიძე.

შეგახსენებთ, რომ კირა ანდრონიკაშვილი მსახიობ ნატო ვაჩნაძის დაა. მან დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 

დაახლოებით ერთი წლის წინ კირა „სარაჯიშვილმა“ რეკლამაში გადაიღო. მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.

კირას განსხვავებული სილამაზე და ჩაცმულობის ინდივიდუალურ სტილი აქვს. ამ თემაზე მას ჟურნალისტებთან არაერთხელ უსაუბრია. „დაიჯესტი“ შეგახსენებთ, მის ერთ-ერთ ინტერვიუს ჟურნალ „სარკესთან“.

„ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.

შინაგანი მოწესრიგებულობა გარეგნულადაც ეტყობა ადამიანს. არ შეიძლება, სტუმარი გაჩეჩილი თმით მიიღო. ზოგი ამბობს, თავის მოვლისთვის დრო არ მრჩებაო. ჩემი შვილიშვილი, ვასიკო, 3 წლის იყო, რომ მითხრა, ჩქარა, გალამაზდი, მოწესრიგდი და დალაგება დაიწყეო. ანუ თუ ვარ ხალათით და მოუწესრიგებელი, საქმესაც ვერ გავაკეთებ“, - ამბობდა მსახიობი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მადლობა რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე“ - ტარიელ ხარხელაურის ცოლი იუბილარია

🎥 „თავისუფალი ვარ, ძროხის მოწველაც ვიცი, ცხენებიც მიყვარს, ყველის გაკეთებაც“ - რას ჰყვება ია დათუკიშვილი, რომელსაც სოცქსელებში „კუკუშათი“ იცნობენ

🎥 „ძალიან გაუმართლა გიორგის მე რომ ვყავარ“ - ნახეთ რა კერძები მოუმზადა ქმარს მია მაჩაბელმა