Digest Logo

🎥 „ჩემთან პაციენტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან...“ - რატომ მოუწია ციცინო შურღაიას სამშობლოში დაბრუნება?

1769098679
ციცინო შურღაია

საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი - ციცინო შურღაია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში იმყოფება. ახლა თბილისში მუშაობს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, იღებს პაციენტებს.

ციცინო შურღაია სტუმრად „პოდკასტში ანნასთან“ იმყოფებოდა, სადაც კარიერაზე ისაუბრა:

„ძალიან სწორი გავაკეთე, რომ მოსკოვში წავედი სასწავლებლად. რადგან საქართველოში იმხელა შესაძლებლობები მაშინ არ იყო, რაც რუსეთში. აქ ყველაფერი რომ ჩაწყობით ხდებოდა ეს იყო ჩემი პროტესტი. საერთოდ საქართველოში ყველა ყველას ნათესავია და ჩაწყობით ხდება ყველაფერი. შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ ექიმი, რომელიც ქაღალდზე მიიღებს ნიშანს და თავში არაფერი არ აქვს, ეს ჩემთვის არის ნონსენსი. ეგ იყო ჩემი პროტესტი.

რამდენიმე მიზეზია, რატომაც თბილისში დავბრუნდი. პირველი ის რომ ჩვენი კათედრა დაიშალა. ძალიან სწრაფად დაიშალა, კოვიდის დროს გარდაიცვალა ორი პროფესორი, ჩვენი კათედრის გამგეც. შემდეგ ვერ მოილაპარაკეს ერთმანეთში, დაცალეს კაბინეტი და ყველა დაგვითხოვეს. დავრჩით ბაზის გარეშე. ჩემთან პაციენტები ასევე ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან, დაიწყო ომი, გადაიკეტა ყველა გზა. იქ სხვა ფასებია, ბარათები არ მუშაობდა, ამიტომ გამორიცხული იყო პაციენტების მიღება. სადაც ვმუშაობ და ვმუშაობდი დამეთანხმებიან, რომ ძირითადად არიან უცხოელი პაციენტები. ეს პაციენტები ჩამოდიან სიამოვნებით საქართველოში.

მე არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი დონის პლასტიკური ქირურგები არ არიან საქართველოში. პლასტიკური ქირურგიაც მრავალმხრივია, მე ყველაფერი არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ უკეთ იცოდეს რინოპლასტიკა. კი ვაღიარებ რომ მაქვს ელიტარული განათლება, ყველაფერი დამთავრებული მაქვს, დოქტორანტურა, ასპირანტურა და ა.შ. ყველა ქვეყანაში მისწავლია თითქმის. დონე არ მაქვს მეთქი ვერ ვიტყვი, თან ვასწავლიდი ყველაზე მაღალ კათედრაზე რუსეთში“, - ამბობს ციცინო შურღაია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ

⭕ „იცნობთ ადამიანს, რომელიც...სიყვარულში ითხოვს „გარანტიებს“ და პარტნიორს საკუთრებასავით უყურებს?“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ