Digest Logo

„იცნობთ ადამიანს, რომელიც...სიყვარულში ითხოვს „გარანტიებს“ და პარტნიორს საკუთრებასავით უყურებს?“ - რას წერს რამაზ გიგაური

1769097415
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონკრეტული ტიპის ადამიანზე წერს:

„იცნობთ ადამიანს, რომელიც...

ვერ იტანს სიურპრიზებს და სპონტანურ გადაწყვეტილებებს?

აქვს მხოლოდ ორი აზრი: მისი და არასწორი? (ყველაფერი უნდა იყოს „წესის მიხედვით“).

შეუძლია წლების წინანდელი წყენა ისეთი სიზუსტით გაგიხსენოთ, თითქოს გუშინ მომხდარიყოს?

სიყვარულში ითხოვს „გარანტიებს“ და პარტნიორს საკუთრებასავით უყურებს?

ბევრს ის „ჯიუტი“, „კირკიტა“ ან „აუტანელი პერფექციონისტი“ ჰგონია. სინამდვილეში კი, ამ ადამიანს პანიკურად ეშინია.  

ფრიც რიმანი ამბობს, რომ ეს არის „ობსესიური პიროვნება“ (იგივე მიწის სტიქია/სატურნი).  

თუ შიზოიდს — სიახლოვის ეშინია, ხოლო დეპრესიულს — მარტოობის, ობსესიურს — ცვლილების ეშინია. მისი ტრაგედია ისაა, რომ ცდილობს „გააჩეროს დრო“. მას უნდა, რომ ცხოვრება იყოს პროგნოზირებადი და მყარი.

ნებისმიერი ცვლილება მისთვის სამყაროს ნგრევაა.

ის აგროვებს ნივთებს, ფულს და ემოციებს, რადგან ჰგონია, რომ ეს უსაფრთხოებას მისცემს“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ

⭕„აღარ ვაპირებ ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო და ყველგან ვიტყვი, რომ არასწორები არიან, არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი

⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!