Digest Logo

„ჩემთვის დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის შესრულება“ - ნინი ბრეგვაძემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო

1724394998
ნინი ბრეგაძე

ნინი ბრეგვაძე, იგივე Nini Iris, ქართველი მომღერალია, რომელმაც ამერიკულ „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა. იგი პროექტის ნახევარფინალისტიც გახდა.

პოპულარულ შოუში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ ნინი კარიერულად წინ მიიწევს, ჩაწერა ქართული სიმღერაც, რომლის ტექსტის ავტორი თავადაა.

ამჯერად მან სუპერ ბოულის თამაშამდე ამერიკის ჰიმნი შეასრულა, ამასთან იგი წერს, რომ ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის შესრულება, სუპერ ბოულის გამარჯვებულების გვერდიგვერდ, The Kansas City Chiefs Detroit Lions-ის წინააღმდეგ.

წარმოუდგენლად დიდი პატივია და მადლიერი ვარ, როგორც საქართველოს და ახლა უკვე აშშ-ს მოქალაქე“,- წერს ნინი ბრეგვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელოვნური ინტელექტი შენზე უკეთ გათვლის, ააშენებს, მართავს კიდეც, მაგრამ შენსავით ვერასდროს შეიყვარებს და ვერც ისე დაწერს...“ - რას წერს გია მურღულია?

⭕გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში