Digest Logo

„ჩემზე და ჩემს მეგობარზე მისი ყოფილი შეყვარებული 6 თვის განმავლობაში ძალადობდა - ახალი წლის ღამეს ისეთი ნაცემები ვიყავით, მე ტვინის შერყევა მქონდა“ - კიდევ ერთი ქალის საჯარო აღიარება

1682493539
ძალადობაძალადობა

საქართველოში ბოლო დროს, ერთ-ერთი აქტუალური - ქალთა მიმართ ძალადობის - სამწუხარო რეალობის წინაშე დგას საზოგადოება. სოციალურ ქსელში, სულ უფრო და უფრო იმაღლებენ მსხვერპლი ქალები ხმას ძალადობის წინააღმდეგ და იმ ქალებს, რომლებიც ჩუმად არიან აძლევენ მაგალითს, როგორ უნდა მოიკრიბონ გამბედაობა და მძიმე რეალობა აღიარონ, ხოლო მოძალადე დაისაჯოს.

„ფეისბუკის“ ერთ-ერთი მომხმარებელი tea panaioti - საკუთარი მძიმე ისტორიის შესახებ საჯაროდ წერს და სავარაუდო მოძალადის მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს. 

როგორც ქალი პოსტში ამბობს, აღნიშნული ძალადობის შესახებ სავარაუდო მოძალადის ნათესავებმა თავად გოგონები გაამტყუნეს და გაჩუმებას აიძულებდნენ, ხოლო ნაწილმა კი ახლა გაიგო.

დიახ, ჩემზე და ჩემს მეგობარზე 6 თვის განმავლობაში ძალადობდნენ.

დიახ, მე და ჩემი მეგობარი ვმალავდით,მშობლებისგან და მეგობრებისგან.

დიახ, ვინც მიცნობს მე ან ჩემს მეგობარს წარმოუდგენელია მათთვის ეს ფაქტი.

დიახ, ახალი წლის ღამეს ისეთი ნაცემები ვიყავით, მე ტვინის შერყევა მქონდა ჩემი მეგობარი გონებას კარგავდა და სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, მოვიტყუეთ რომ ყველაფერი სასმლის ბრალი იყო.

დიახ, იყო ფსიქოლოგიური ძალადობაც, იყო მოძალადის დაცვა, თავის მშობლებისგან, მეგობრებისგან ვინც ამ
ყველაფერს თავის თვალით უყურებდნენ.

დიახ, გვკეტავდნენ სახლის საპირფარეშოში, რომ მეზობლების გამოძახებულ პოლიციასთან სიმართლე არ გვეთქვა.

დიახ, გვეშინოდა და არ ვთქვით.

დიდხანს ვითამაშეთ ბედნიერი გოგოების როლი სახლშიც და გარეთ და დიახ, გვეშინოდა საზოგადოების სადაც ვცხოვრობთ, როცა ის ნაბიჯი გადავდგით, რომ პოლიციაში მივსულიყავით, უარესი სტრესის და ძალადობის ქვეშ აღმოვჩნდით, მოძალადის და მოძალადის ახლობლებისგან, საზოგადოებისგან ვისაც ჩვენი არ სჯეროდა და რომელიც დღემდე გრძლედება

საქმეს რომელშიც მოძალადე 2000 ლარიანი გირაოთი არის გარეთ და სასამართლოები,რომელიც უვადოდ იწელება და გაიწელება, ხელს უწყობს მოძალადეს და მის ახლობლებს ჩვენს ზეწოლაში და დიახ, ამ
ქვეყანაში არავინ და განსაკუთრებით ქალები არ არიან დაცულები.

ბოდიში ჩემს ახლობლებს, ვისაც ეს პირველად ესმით, დიდხანს ვეღარ დავმალავდით და დიახ, ეს მოძალადე ჩემი მეგობრის ყოფილი შეყვარებულია და ყველა ის ადამიანი მოძალადეა, ვინც მას მანამდეც და მის შემდეგაც ხელს აფარებს.

( თუ ეს ადამიანები არ შეწყვეტენ ზეწოლას და არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ საჩივარს არ გამოვიტან, გააგრძელებენ ტყუილი ინფორმაციების გავრცელებას, რომ მოძალადე კი არა დაზარალებულია და თუ არ შეწყდება ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც იმაზე უარესია ვიდრე ფიზიკური ამ ადამიანების სახელს და გვარებს ინკოგნიტოდ აღარ დავტოვებ და ვაჩვენებ თუ სამართლის ძალა არ არსებობს ამ ქვეყანაში და შიში არა აქვთ. ქალებს რამხელა ძალა გვაქვს, არავის არ გისურვებთ იმის გამოვლას, რაც გამოვიარეთ და რასაც გავდივართ მე და ჩემი მეგობარი.

მარტო არ ხართ ის ქალები, ვისზეც ძალადობენ და არასდროს არ შეგეშინდეთ მოძალადის და მათგან თავის დაღწევის“, - წერს თეა პანაიოტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „აი, ეს არის ქალებზე ძალადობის სახე, წარმოუდგენელი სისასტიკე... ამ სისასტიკეს არანაირი გამართლება არ აქვს“ - ნინო წილოსანი

🔵„ვაშა მეგობრებო, ჩვენი ერი ჯანსაღია, აწი რამდენიც არ უნდა იწვალოს რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ საქართველომ იცის მტრის და მოყვრის გარჩევა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵მარკ ცუკერბერგმა მესამე შვილის ფოტო გამოაქვეყნა