Digest Logo

„ჩემზე მეტი და მძიმე შრომა ჩემი უბადლო თანამშრომლების მხრებზე გადადის“ - ზურა შევარდნაძე

1664867133
ზურა შევარდნაძე

„გარდენიას“ მფლობელი - ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისობის დეკორაციასთან დაკავშირებით წერს.

მისი თქმით, ეს დეკორაციები მხოლოდ თავისი დამსახურება არაა და ამ ხელოვნის უკან ძალიან ბევრი უცნობი ადამიანი დგას.

„თბილისობის დეკორაციასთან დაკავშირებით ბევრი გულწრფელი მადლობა მივიღე. არც ოფიციალურმა პირებმა, მთავრობამ, მხედრობამ დაიშურა საქებარი სიტყვები.

მეუხერხულება, რომ ბევრს ჰგონია ამხელა ამბავს მარტო ვაკეთებ, არადა ის აღტაცება და აღფრთოვანება მარტო მე არ მეკუთვნის, ჩემზე მეტი და მძიმე შრომა ჩემი უბადლო თანამშრომლების მხრებზე გადადის.

არმია დგას მთელი ამ ყველაფრის და ჩემს უკან, ორგანიზატორები, მძღოლები, მტვირთავები, ბუტაფორისტები, ვაშლების და ბროწეულების დამპრიალებლები, გამნათებლები, მკერავები, გამხმოვანებლები, რეკვიზიტორები, ვიზაჟისტები, მეგვირგვინეები, დამლაგებლები, მეთუნეები, მრეცხავები, ვირის ბატების და თხის პატრონები, ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მებაღეები, მეყვავილეები, მომღერლები, უბრალოდ მეგობრები და გულშემატკივრები რომლებიც უანგაროდ მოგვეშველებიან და ხელს წაგვიკრავენ საქმეზე ასეთ დროს ...

სიხარულით ვუნაწილებ მათ თქვენგან მიღებულ სიყვარულს, სიხარულს და მადლიერებას.

გმადლობთ, თავდაუზოგავი შრომისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის მარად თქვენი ზურაბ შევარდნაძე.
მე თქვენით ვარ თუ ვარ“, - წერს შევარდნაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„ნახატის შექმნა რომ დავიწყე, ვერც კი წარმოვიდგენდი რამხელა სიკეთის ჯაჭვს ვქმნიდი... სულ მეტირება ისეთი განცდა დამეუფლა“ - თეკლა ნადირაშვილი

🔘„2 ოქტომბრიდან საცობები შემცირდება“ - საიმედო პროგნოზი

🔘„ეს ოთხი ნიშანი უნდა იყოს ყურადღებით“ - კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს