სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს იურისტმა ინა გრიგალაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიდაც დაწერა რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის ზაპოროჟიეს რეაქტორების აფეთქება.
„რადიაციის მაღალი დოზით დასხივების გამო:
1. ჩერნობილის რეაქტორის აფეთქებას ემსხვერპლა რეაქტორის 28 თანამშრომელი.
2. ფუკუშიმას რეაქტორის აფეთქებას - არავინ.
- საქართველო არის ძალიან შორს ზაპოროჟიეს რეაქტორებიდან საიმისოდ, რომ რადიაციის სასიკვდილო დოზით ვინმე დაზიანდეს.
- ასევე, ზაპოროჟიეს ყველა რეაქტორი გამორთულია თითქმის ერთი წელია - ანუ, აფეთქების შემთხვევაში, არ ველით რადიოაქტიური იოდის გამოფრქვევას.
თანაც, მომუშავე რეაქტორის (ზაპოროჟიესი გამორთულია) აფეთქების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ იოდის აბების მიღების რეკომენდაციას აძლევენ მაქსიმუმ 100 კმ-ის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს, ისიც 40 წელს ქვემოთ, უმეტეს შემთხვევაში.
- რეაქტორში ნაღმების არსებობას ჯერჯერობით არ გვიდასტურებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს ადგილზე 24/7.
- ვენდობით ამ ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საჯაროა და არ გვავიწყდება, რომ ყველაფრის, ყველა ინფორმაციის, ყველა ტყუილის დაჯერება შეგვიძლია, თუ რამის გვეშინია“, - წერს ინა გრიგალაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: