
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მარხვის სიწმინდეზე წერს.
მისი თქმით, ჭეშმარიტი მარხვა არა მხოლოდ ხორციელი საქმეა, არამედ სულიერი საქმეცაა.
„ყველას ვისაც მართლმადიდებლობაზე პრეტენზია აქვს, რომ უნდა მარხულობდეს ეს უკვე ვთქვით.
ახლა ისიც ვთქვათ რას გვაძლევს მარხვა და როგორია ჭეშმარიტი მარხვა.
მარხვა არის სიწმინდის დედა. გაძლევს უნარს საკუთარი თავი ამხილო ცოდვებში და გაამტყუნო. ძლიერი შემწეა სინანულის და ანგელოზებრივი ცხოვრებისა.
ჭეშმარიტი მარხვა არა მხოლოდ ხორციელი საქმეა, რომ აი რაღაცას არ ვჭამ, არამედ სულიერი საქმეცაა. ამიტომ ამბობს ბასილი დიდი: "კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელსა და არა იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგობას არ იშლის."
მმარხველი მარტო იმით ვერ გახდები რომ არ მიიღებ არა სამარხვო საჭმელს, თუმცა არც ეს არაა იოლი საქმე. ნამდვილი მმარხველი მაშინ ხარ როცა ამასთან ერთად, ადამიანებს შეცდომებს პატიობ და შენდობას აძლევ. გასცემ მოწყალებას, არ განიკითხავ, არ სისინებ, ამბები ფოსტალიონივით არ დაგაქვს აქეთ-იქით. არ ეწევი და არ სვამ, არ იგინები და იწყევლები, არ ხარ ანგარებიანი, არ თავმაღლობ და ა.შ“, - წერს მამა ლევანი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ბუდუს სლოგანი მინდა გითხრათ...“ - რას წერს ფეხბურთელის მამა