
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აბანოთუბნის ხიდზე შემკული ბოქლომების ისტორიის ავტორზე გვიყვება.
„აი, ასე, ბოქლომ-ბოქლომ გადააგულიანა შეყვარებულებს აბანოთუბნის ხიდი გულიანმა კაცმა სანდრო გულიაშვილმა.
ამ ხიდს ამის გამო გულების ხიდი დავარქვი.
ერთ-ერთი ბოლო, ვინც გულების ხიდზე ბოქლომი ჩამოკიდა, ჩემპიონი ილია თოფურია იყო. თუმცა, ეს ბოქლომი სად არის, მხოლოდ სანდრომ იცის, რომ ილიას რომელიმე თაყვანისმცემელმა არ ჩამოხსნას.
სანდროს ეს იდეა 2018 წელს გაუჩნდა. ნოემბერში შეყვარებულების პირველი ბოქლომები ჩამოიკიდა. დღეს კი 15 ათასამდეა.
5-6 ფერია - წითელი, ოქროსფერი, მწვანე და ასე შემდეგ. ყველა გულის ფორმის არის სიყვარულის გამოც და სანდროს გვარიდან გამომდინარეც. თითო ბოქლომი მასთან 30₾ ღირს.
ამ მხნის მანძილზე მან მიღებული ფულით საკუთარი ოცნებებიც აიხდინა. უმთავრესად კი ბედნიერია იმით, რომ დედას ორივე ფეხზე ოპერაცია გაუკეთა. ღმერთის მადლიერია და რამდენიმე კეთილი საქმის გაკეთება ჩაიფიქრა.
ბოქლომი მსუბუქია. ხიდს არ ამძიმებს. გარემოს ალამაზებს და ჭრელი აბანოს კონცეფციაშიც კი ჯდება.
სანდროს მეტსახელად მესის უწოდებენ, რადგან ამ დიდ ფეხბურთელს ამსგავსებენ.
მოკლედ, მარტივი და გენიალური იდეები ყოველთვის სჯობს ფულის საშოვნელადაც და ნატვრების ასასრულებლადაც“, - წერს გოგა ჩანადირი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ბუდუს სლოგანი მინდა გითხრათ...“ - რას წერს ფეხბურთელის მამა
⭕„ბადარა ბუდუზი…“ – როგორ გამოიყურებოდა ბავშვობაში ბუდუ ზივზივაძე