Digest Logo

„ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად... საით მივდივართ?“ - ნანა მახარაძე

1678261935
მარი ნანა მახარაძე

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ფოტო - ქალი დროშით ხელში, ალბათ ყველას გვახსოვს. ეს იური მეჩითოვის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოა.

ყველასთვის ცნობილი ქალბატონი - მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

👉„მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი, ქართველებმა უკვე ვიცით ომის და მშვიდობის ფასი, ახლა ჩვენი ჯერია“ - მარი ნანა მახარაძე

მისი თქმით, ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია და ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე... „ცალ ფეხზე“ დგომა, მავანთ „ღირსების აყრად“ მიაჩნიათ... დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს...

ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ბოლომდე ვფიქრობდი რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ, რაღაც მაინც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!! ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად...

საით მივდივართ?....
რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია?
რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ ჩვენთვის „რადიკალური ოპოზიციაა“?

რატომ ხდება, რომ „აყვავებული ეკონომიკის“ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები?
რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს?
და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს...
ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას.
---------
ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია, ხოლო სამშობლო თავს ურჩევნით ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭუროსობას ნიშნავს მონობა!
და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა ისიც.
ოთარ ჭილაძე...“, - წერს მარი ნანა მახარაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⬇️

🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔘„ამხელა გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა ყურადღებას იქცევს და და ამ დროს გაზით და ჭავლით ევროპული ღირებულებების დასაცავად გამოსული ახალგაზრდების დარბევა…“ - თამუნა თანდაშვილი

🔘რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები