Digest Logo

„ჩვენ გველის სიბრძნე უნდა გვქონდეს, არ შეიძლება ვიღაცამ მოგვატყუოს ცრუ მოძღვრებით...“ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1763577197
თეოდორე გიგნაძ

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენ ისეთი სიბრძნე უნდა გვქონდეს, როგორი სიბრძნეც ვერ ექნება ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანს, ჩვენ ეს სიბრძნე უნდა გამოვიყენოთ პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ საკუთარ თავს ვაფასებთ, როდესაც ჩვენ ლიტერატურას ვაფასებთ, აი წიგნი, რომელიღაც ღვთისმეტყველი წერს, უნდა აიღო, წაიკითხო და უნდა მიხვდე ეს წიგნი სწორია, თუ არ არის სწორი. შენია, როგორც ქრისტიანისა, თუ არ არის შენი...

რომელიღაც ქრისტიანი ღვთისმეტყველი რაღაცას ლაპარაკობს, შენ უნდა მიხვდე - სწორად ლაპარაკობს, თუ არასწორად ლაპარაკობს, უნდა მიხვდე, ამის სიბრძნე უნდა გქონდეს, ჩვენ გველის სიბრძნე უნდა გვქონდეს, არ შეიძლება ვიღაცამ მოგვატყუოს ცრუ მოძღვრებით...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ მისცემთ ასეთ ადამიანებს თქვენი ემოციებით მანიპულირების უფლებას“ - როგორ დავიცვათ თავი ფარული მტრობისგან? რამაზ გიგაურის რჩევები

„წაახალისეთ შრომისმოყვარეობისა და ძალისხმევისათვის და არა მხოლოდ შედეგისთვის“ - როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, ვისაც შეცდომების ეშინიათ

„ღრმად გრძნობს ყველაფერს, მასთან ყველა სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ, უყვარს სიმშვიდე“ - ტემპერამენტის რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი შვილი