Digest Logo

„ჩვენ სავსენი ვართ ახალი იმედებით - რაც საყოველთაოდ აღიარებულმა მოძღვარმა დაიწყო“ - გია მურღულია შიო მესამეზე

1778566761
გია მურღულია

ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ახლად არჩეულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე შიო მესამეზე წერს:

„საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს - უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.

ერთი დიდი ეპოქა დასრულდა - ილია მეორემ ჩვენი ქვეყნის ახალი ქრისტიანული დრო და სივრცე შექმნა.
ქართველი ხალხი დიდ მოწიწებას, სიყვარულსა და მადლიერებას გამოხატავს მის მიმართ, რომლის გაწეული ღვაწლი განუზომელია.

ჩვენ სავსენი ვართ ახალი იმედებით - რაც საყოველთაოდ აღიარებულმა მოძღვარმა დაიწყო, მისმა სულიერმა შვილმა, მოწაფემ და მემკვიდრემ უნდა გააგრძელოს, რათა ერთიანი ქართული ეკლესია უფლის წინაშე შეუდრეკელი რწმენითა და დიდებული საქმეებით კვლავაც წარდგეს.

საუკუნეთა დამკვიდრებული ტრადიცია სათანადო სიწმინდითა და ძალმოსილებით უნდა გაგრძელდეს.
ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!

წინ დიდი, რთული და, იმედი მაქვს, გამარჯვებებით სავსე გზაა.

დაე, ნათელი დღეები ჰქონდეთ ახლად არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და საქართველოსაც“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ გაღიზიანება მოგეძალათ აკონტროლეთ თავი“ - 12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია!

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის 1-ელ ივნისამდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ