მომღერალი და პოლიტიკოსი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და საინტერესო სტატუსებით გამოირჩევა.
ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ სიყვარულს ალტერნატივა არ გააჩნია.
„სიყვარულს ალტერნატივა არ გააჩნია-გინდა კაცის, გინდა ქალის. სამშობლოს სიყვარულს ხომ საერთოდ. ერთხელ მაინც დაფიქრდით, სანამ ვინმეს რამეს დაუწუნებთ, ან განიკითხავთ - იქნებ თქვენც შეგეშალათ სადმე რამე?!
იქნებ, თქვენც ვერ გააკეთეთ ისე, როგორც გინდოდათ??? ჩვენ-თქვენგან განსხვავებით, სიყვარულით გვაქვს გული სავსე და რაც მთავარია გვაქვს მორალი. აი თქვენ როგორ ცხოვრობთ ან გააგრძელებთ ცხოვრებას იმ საშინელი, ამაზრზენი, სიძულვილის, ზიზღის, სიბოროტის გადმოფრქვევის შემდეგ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ამიხსნია.
სიკეთე მისურვებია ყველასთვის და ღმერთი ფარავდეს საქართველოს... ეს დავწერე 8 წლის წინ და დღესაც აქტუალურია!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ყოფილა ბედნიერება -26კგ“ – როგორ დაიკლო თათია სულაშვილმა წონაში?