დღეს, 5 ივნისს, ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის დაბადების დღეა. იგი 91 წლის გახდებოდა.
2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა.
იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.
გარდაცვლილი მსახიობის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში მუსიკოსი გია ბაღაშვილი გამოეხმაურა:
„დღეს ჩვენი დაუვიწყარი კახი კავსაძის დაბადების დღეა, გენიალური არტისტისა და პიროვნების!
ეს ვიდეო 2016 წლის 19 სექტემბერს, მცხეთაში, მამა-შვილი ბაღაშვილის ვარსკვლავის გახსნის აღსანიშნავ ბანკეტზეა გადაღებული“, - წერს გია ბაღაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თბილისში საცხოვრებელ ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს