ადამიანის გენეტიკა გაცილებით მეტ საიდუმლოს ინახავს, ვიდრე ეს ბიბლიურ ისტორიებსა თუ ევოლუციის სტანდარტულ თეორიებში ჯდება.
ქრომოსომების მოულოდნელი შერწყმა, რეზუსუარყოფითი სისხლის ბიოლოგიური პარადოქსი და გენეტიკურ კოდში არსებული „მოჩვენება დნმ“ მეცნიერებსა და ალტერნატიულ თეორეტიკოსებს აიძულებს დასვან კრიტიკული კითხვა - ნუთუ ჩვენი არსებობა წინასწარ დაწერილი „ჰოლოგენეტიკური“ კოდია?
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ და ინფორმაციულ პოსტს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე გვიზიარებს:
ბავშვობიდან გვესმის ადამისა და ევას ისტორია, მაგრამ ფაქტია, ჩვენს გენებში და უჯრედებში ჩაწერილ ინფორმაცია გაცილებით უფრო ღრმად და შორს მიდის, ვიდრე ეს “გუშინდელი“ ისტორია. და დღეს ამ ყოველივეს, არსობრივად ბევრი ადამიანი გრძნობს და განიცდის. მეცნიერებამ უკვე აღმოაჩინა ისეთი გენეტიკური მასალები, რომლებიც ბიბლიურ პირველ ადამიანებზე ბევრად ადრე არსებობდა და სრულიად არ ჯდება ევოლუციის სტანდარტულ სურათში.
ფაქტები ჯიუტია და ისინი გვაიძულებენ დავსვათ კრიტიკული კითხვა, ნუთუ ჩვენი არსებობა და განვითარება ვიღაცის მიერ წინასწარ დაწერილი კოდია, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ? ნუ ცოტათი მაინც თუ ვაზროვნებთ, რა თქმა უნდა უმაღლესი გონი აბსოლუტი ფიგურირებს ყველაფერში.
უბრალოდ დეტალებში გარკვევას ვცდილობთ. ჩვენი გენეტიკა მხოლოდ ბიოლოგიური მასალა არაა, ის უფრო ჰგავს რთულ ჰოლოგენეტიკურ პროფილს, რომელიც ადამიანის სახეობრივი ევოლუციის სრულ ინფორმაციას ინახავს.
ავიღოთ ყველაზე მარტივი მაგალითი.
ადამიანებს აქვთ 46 ქრომოსომა, ანუ 23 წყვილი, ხოლო ყველა სხვა დიდ პრიმატს, როგორიცაა შიმპანზე, გორილა და ორანგუტანგი, აქვს 48. ოფიციალური მეცნიერება ამას ხსნის იმით, რომ ადამიანის მეორე ქრომოსომა ორი პრიმატული ქრომოსომის შერწყმის შედეგია. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, როგორ მოხდა ეს შერწყმა ასეთი სრულყოფილი, ზუსტი და მოულოდნელი ნახტომით ბუნებრივი ევოლუციის პირობებში?
ზოგიერთი თეორეტიკოსი ამას გარედან ხელოვნური ჩარევისა და პირდაპირი გენეტიკური ინჟინერიის მტკიცებულებად მიიჩნევს.
კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩვენი სისხლი. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით თხუთმეტ პროცენტს აქვს რეზუსუარყოფითი სისხლი. ეს არის ფაქტორი, რომელიც ბუნებაში სხვა არცერთ პრიმატში არ გვხვდება, მაკაკა რეზუსსაც კი, რომლის სახელსაც ატარებს ეს ფაქტორი, რეზუსდადებითი სისხლი აქვს.
ყველაზე შოკის მომგვრელი ბიოლოგიური პარადოქსი კი ის გახლავთ, რომ თუ ორსულ დედას აქვს რეზუსუარყოფითი სისხლი, ხოლო ნაყოფს რეზუსდადებითი მამისგან, დედის ორგანიზმი ნაყოფს აღიქვამს როგორც უცხო სხეულს ან პარაზიტს და მის განადგურებას ცდილობს.
ბუნებრივი ევოლუციის გადმოსახედიდან, საკუთარი შთამომავლობის უარყოფა სრულიად ალოგიკურია. ალტერნატიულ თეორიებში ეს სისხლი მიიჩნევა სრულიად განსხვავებული, არამიწიერი ან ნეფილიმების, იგივე დაცემული ანგელოზების, უძველესი გენეტიკური ხაზის გადმონაშთად.
ამას ემატება „მოჩვენება დნმ“. გენეტიკამ დაადასტურა, რომ თანამედროვე ადამიანების, განსაკუთრებით კი დასავლეთ აფრიკელებისა და მელანეზიელების გენეტიკურ კოდში არის ფრაგმენტები, რომლებიც არ ეკუთვნის არც ჰომო საპიენსს, არც ნეანდერტალელს და არც დენისოველს.
მეცნიერები მას მოჩვენებას უწოდებენ, რადგან ეს გენები ეკუთვნის ჰომინიდების სრულიად უცნობ, გადაშენებულ სახეობას, რომლის არანაირი ფიზიკური ნაშთი არ მოგვეპოვება. ეს აჩენს ლოგიკურ კითხვას, კიდევ რამდენი მაღალგანვითარებული, უცნობი ადამიანური რასა არსებობდა დედამიწაზე, რომლებმაც ჩვენს გენეტიკაში წარუშლელი კვალი დატოვეს?
გარდა ამისა, არსებობს დაკარგული, ზეგანვითარებული პრეისტორიული ცივილიზაციების თეორია, რომელიც უშვებს, რომ გლობალურ კატაკლიზმებამდე დედამიწაზე ცხოვრობდა ტექნოლოგიურად ბევრად წინ წასული რასა. თეორიის თანახმად, სწორედ მათ მოახდინეს ადრეული ჰომინიდების გენეტიკური მოდიფიცირება და ეს აუხსნელი გენებიც მათი დატოვებული მემკვიდრეობაა. ეს კიდევ ერთი არაოფიციალური ალტერნატივაა, რომელიც ხსნის იმას, რასაც მეცნიერება ბოლომდე ვერ ჰპასუხობს.
დნმ მოლეკულის სტრუქტურის თანააღმომჩენმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფრენსის კრიკმა, როცა დაინახა ჩვენი გენეტიკის წარმოუდგენელი სირთულე, წამოაყენა „მიმართული პანსპერმიის“ თეორია. მისი აზრით, ეს მოლეკულა იმდენად რთული და ინფორმაციულად ისეა დატვირთული, რომ მუშაობს როგორც უმაღლესი დონის კომპიუტერული პროგრამა. მისი დედამიწაზე, შემთხვევითი ქიმიური რეაქციებით ჩამოყალიბება მოცემულ დროში პრაქტიკულად შეუძლებელია. კრიკი ვარაუდობდა, რომ სიცოცხლის გენეტიკური კოდი, მისი არქიტექტურა და ევოლუციური პოტენციალი დედამიწაზე მიზანმიმართულად გამოიგზავნა.
და ბოლოს, მოდით გულწრფელად ვკითხოთ საკუთარ თავს. თუკი ჩვენს სხეულში ინახება უცნობი წინაპრების „მოჩვენება გენები“, თუკი გვაქვს სისხლი, რომელიც ბუნების წესებს ეწინააღმდეგება და თუკი ჩვენი ქრომოსომები ხელოვნურად გადაბმულს ჰგავს, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ ერთი დიდი, გენიალური ექსპერიმენტის ნაწილი ვართ?
იქნებ ჩვენი გენეტიკა არის ოსტატურად შექმნილი „დიზაინი“, რომლის სრულად გაშიფვრასაც ახლა ვიწყებთ. ფაქტები სახეზეა, უბრალოდ დროა თვალი გავუსწოროთ იმ სიმართლეს, რომლის დაჯერებაც ალბათ ყველაზე მეტად გვაშინებს“, - წერს ვატო მსხილაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: