ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„არ გამოვა ავაშენოთ ჩვენი სამშობლო ეკლესიისაგან მოწყვეტით;
- რატომ არ გამოვა?!
- იმიტომ, რომ ყველა ადამიანს და ყველა ერს თავისი ფუნქცია ეკისრება,
ჩვენი ერი იყო ყოველთვის პატარა, მცირერიცხოვანი,
და ჩვენი ერის ძალა ყოველთვის იყო ქრისტეში - ეს იყო ქართველი ერის მთავარი სულიერი თვისება;
და ქრისტესთვის როცა ვცხოვრობდით,
და ქრისტესთვის როცა ვკვდებოდით,
მაშინ ვინარჩუნებდით ჩვენს ეროვნულობასაც და სახელმწიფოებრიობასაც,
და მაშინ ხდებოდა ადამიანის პირადი გადარჩენაც,
შიგნით,
და თუ ქრისტეს გარეშე მოვინდომებდით რაიმეს აშენებას და ბედნიერებას,
იქ ყველაფერი ქართული კვდებოდა,
და პიროვნული გადარჩენაც და პიროვნული გადარჩენის შესაძლებლობებიც კნინდებოდა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება