Digest Logo

„ჩვენი გადაცემის შემთხვევაში არ მომხდარა იდენტიფიცირება და შეცვლილი იყო ხმები“ - რას წერს ეკო ფანგანი „იმედის დღის“ სკანდალურ სიუჟეტზე

1669743154
ეკო ფანგანი

ჟურნალისტი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე მის სიუჟეტზე დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორებს ურეკავს და ეკითხება, რატომ დაწერეს ეს კომენტარი.

„ყოველთვის ძალიან მარტივია შორიდან საუბარი! ალბათ, ბევრისთვის მარტივია კლავიატურას ამოფარებით წარმოუდგენელი სიტყვებით ლანძღვა და წყევლა სხვა ადამიანებისა. იმის გარდა, რომ შეიძლება უკიდეგანო სიძულვილის მერე, ამხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფებმა ვათენოთ ღამეები სულიერი ტკივილისგან, ამ ყველაფერს კითხულობენ ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები და, თუნდაც, უცხო ბავშვები!

ამ ბულინგზე კი, პასუხისგება არავის უნდა, არავის აინტერესებს ამ დროს რას განვიცდით ჩვენ, ამ დროს რა ფსიქოლოგიური ზიანი გვადგება, რა ადამიანებად ყალიბდებიან წამკითხავი ბავშვები!

მთელ მსოფლიოში დანერგილია, ჟურნალისტების რეკვა უცხო ადამიანებთან (ჩვენი გადაცემის შემთხვევაში არ მომხდარა იდენტიფიცირება და შეცვლილი იყო ხმები)!

გადაცემა ეხებოდა „სიძულვილის ენას”, იყო მოწვეულ ფსიქოლოგთან საუბარი, იქნებ ბულერებს რაიმე შეეგნოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა უარესი.

რატომ არავინ იღებთ ხმას, როცა ჩვენ გვაბულინგებენ?! როცა ჩვენი პირადი ინფოებს დაუკითხავად ასაჯაროებენ სხვადასხვა პორტალები?! როცა კონტექსტიდან ამოჭრილ სიტყვებს აფრიალებენ?!!! როცა უცნობი ადამიანები წარმოუდგენელ რაოდენობის ტალახს და ნეხვს გვესვრიან?!!!

Marika Bakuradze არის ერთ-ერთი გამორჩეული ჟურნალისტი მთელ ქართულ ტელესივრცეში! მისი სიუჟეტებით სატელევიზიო ისტორიის შექმნა შეიძლება!

იმედის დღე /Imedis Dge ის გადაცემაა (თქვენ რაც არ უნდა იძახოთ), სადაც სულ საინტერესო თემების მიმოხილვა და ადამიანებისთვის საინტერესო ამბების მიწოდებაა, სადაც სულ მაყურებლის ინტერესებზეა ფიქრი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

ასე ცხოვრება შეუძლებელია! ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების ისტერიკა, რომლებიც შანსს არ ტოვებენ, რომ არ გალანძღონ ისინი, ვინც მათ პოლიტ ნავში არ სხედან!

სიყვარული შეიყვარეთ პირველ რიგში და იქნებ თქვენი სიძულვილის ენა სიყვარულის ენამ შეცვალოს!!

პ.ს. ვინც სიუჟეტში წაკითხული კომენტარები ეძებეთ და ქექეთ და ასე იპოვეთ შეცვლილ ხმებიანი რესპონდენტები და ახლა, ვითომ, მათ ინტერესებს იცავთ, სჯობს ხმა არ ამოიღოთ საერთოდ!

და კიდევ ერთხელ საზეპირო : სიყვარულის ენა ჯობია!“, - წერს ეკო ფანგანი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ოპოზიციურ ტელევიზიებში სუსმა მიიტანა მესიჯი, ალასანია ბრუნდებაო, ბიძინა აბრუნებს... ამიტომ მოკაკუნდა „ოფისის აღმომჩენი“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„ჩემო მზის სხივო, ჩემო სიამაყევ! შენ გენაცვალოს შენი მამა!“ - თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის ემოციური მილოცვა იუბილარ ქალიშვილს

🔵„გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას, გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს...“ - რატომ მიუცვივდნენ ნათია ფანჯიკიძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტები