Digest Logo

„ოპოზიციურ ტელევიზიებში სუსმა მიიტანა მესიჯი, ალასანია ბრუნდებაო, ბიძინა აბრუნებს... ამიტომ მოკაკუნდა „ოფისის აღმომჩენი“ - ნათია ფანჯიკიძე

1669739423
ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში დღეს დილით წერდა, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტები სახლში მიუცვივდნენ და კარზე უბრახუნებდნენ. როგორც თავად ამბობდა, ამ დროს ის სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო და პირსახოცით მდგომმა ჟურნალისტებს კარი ვერ გაუღო, თუმცა ისინი ადგილიდან არ იძვროდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია ფანჯიკიძის პოსტს კომენტარებში ინგა გრიგოლიასა და ნოდარ მელაძის გამოხმაურებაც მოჰყვა.

ახლა კი ფსიქოლოგმა საზოგადოებისთვის კიდევ ერთი, ვრცელი განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით.

„ამასობაში წავედი და ვნახე ნანა ჯანელიძის არაჩვეულებრივი ფილმი აფხაზეთის ომზე „იარე ლიზა", რომელშიც ილია ბეროშვილი საოცრად ასრულებს როლს და აღნიშვნა არ სჭირდება უსაოცრეს ეკატერინე ტოგონიძეს, რომელსაც თავისი ძალიან მაგარი წიგნის „შინ შენ" შემდეგ, სწორედ ეს როლი უნდა შეესრულებინა.

ამ ფილმის ბრალია, რომ ბრაზი გამინელდა და ამ ფილმის ბრალი იყო, ჟურნალისტს რომ კარი ვერ გავუღე, წასასვლელად ვემზადებოდი და ახალი გამოვარდნილი ვიყავი შხაპიდან. ჰოდა, ახლა უფრო დინჯად შევეცდები აღვიქვა რა ხდება:

დაახლოებით ერთი თვის წინ გამაფრთხილა მეგობარმა, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებში სუსმა მიიტანა მესიჯი, ალასანია ბრუნდებაო, ოღონდ მიიტანა ეს ასეთი შეკვეთით - „ბიძინა აბრუნებს“ და ალბათ ამაზე უნდა აგებულიყო შინაარსები.

ამიტომ მოკაკუნდა „ოფისის აღმომჩენი" ჟურნალისტი „ტვ პირველიდან“. ჯერ ერთი, სულ რომ მოქმედი შპს იყოს, თითქოს ეგ იქნებოდა რამე „იდუმალი პრობლემა" .ჰოდა მაქვს რიტორიკული კითხვა - ვის ემსახურება ტვ პირველი დღეს? რატომ იწყებს ბრძოლას სცენაზე არ მყოფთა წინააღმდეგ, როცა ვითომ ამხელა მიმდინარე პრობლემების წინაშეა ადგილზე მყოფი, მოქმედი, სრულიად ოპოზიცია? საერთო ნაცნობისგან გავიგე ვატო წერეთლის ნომერი, დავურეკე და ვუთხარი, შევხვდეთ ამ საღამოს, მინდა გკითხო, რა ხდება ჩემო მეზობელო, რა ოფისებში მიგზავნი ხალხს -მეთქი. დღეს ვერო, ხვალო. ხვალ გვიანობამდე ლექცია მაქვს -მეთქი, გვიან იყოსო და უცებ ჩაერთო ტელეფონში „გთხოვთ მოიცადოთ" - მეორე ზარი შეუვიდა.

ამის მერე გაითიშა (ან გათიშა) და მივწერე მესიჯით მოკლე შინაარსი. ჯერ არ დაუდასტურებია. ასე რომ არ ვიცი, მხვდება თუ არა. იმედია ხვალამდე მომწერს და თუ არ მომწერს, როგორც ვხვდები, მათ წრეში პრობლემა არ ყოფილა "ოფისში" მიკითხვა და რომ ვესტუმრო მიხაკებით ხელში, ჩემი აზრით გაუხარდება.

და კიდევ ერთხელ - თუ ირაკლი რამეს გადაწყვეტს, აუცილებლად ჩემგან გაიგებთ, თანაც კივილით, მიშველეთ -მეთქი და თუ გადაწყვეტს, მაშინაც კარგად დაიმახსოვრეთ, სოლოლაკში ვცხოვრობ მე. მე არც საჯარო პირი ვარ, არც საჯარო მოხელე (ბევრ ლაიქიანი სტატუსების მწერალი ბევრია ამ სივრცეში, მაგრამ საჯარო პირები კი არ არიან თანამდებობრივად ან რაიმე ნიშნით) და ყოველი დაუპატიჟებელი და ინტრიგანული სტუმრობა არის ჩემი ტერიტორიის გადმოლახვა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემო მზის სხივო, ჩემო სიამაყევ! შენ გენაცვალოს შენი მამა!“ - თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის ემოციური მილოცვა იუბილარ ქალიშვილს

🔵„გიკრძალავთ ჩემ სახლში მოთრევას დაუპატიჟებლად ყველას, გავჩუმდი, შემჭამეს, ხმა ამოვიღე შემჭამეს...“ - რატომ მიუცვივდნენ ნათია ფანჯიკიძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტები

🎥 „თქვე ქათმებო, უღირსებო“ - რა ხდებოდა ეზოში, როდესაც მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულები გაჰყავდათ