ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენი მისწრაფებები ზოგ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ღვთის ნებასთან,
თუ ღვთის ნებასთან არ არის კავშირში – მაშინ არ გამოდის,
როცა არ გამოდის, მტკივნეულია,
მაგრამ ღვთის განგებას ვერავინ ჩასწვდება.
მაგალითად,
როდესაც ოჯახის შექმნის საკითხი დგება და არ გამოდის,
მორწმუნე ადამიანი მყარად დგას ასეთ დროს,
სტკივა,
მაგრამ მყარად დგას,
სტკივა, რადგან უყვარდა და არ გამოვიდა,
მაგრამ მყარად დგას, იმიტომ, რომ მან თავის გამოცდილებით იცის, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება,
ღმერთი კიდევ გულში ჰყავს,
გრძნობს,
და განიცდის,
და მას ენდობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ
⭕ ირაკლი ბათიაშვილი იუბილარია — პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და საქმიანობა