ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენი ქრისტიანობა,
ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრება,
ჩვენი აღმსარებლობა,
ჩვენი მაზიარებლობა,
ჩვენი ეკლესიის წევრობა,
ჩვენი ქრისტეს სხეულში მყოფობა — არაფერს ნიშნავს, თუ არ დადასტურდა ჩვენი ერთობით;
ჩვენ ვართ ზეციური მამის შვილები,
ჩვენ ვართ ზეცის მოქალაქენი,
ჩვენ ვართ ერთმანეთის და-ძმანი,
მიუხედავად იმისა, გვინდა ეს ჩვენ — თუ არ გვინდა,
მოგვწონს — თუ არ მოგვწონს,
ვიღებთ ამას — თუ არ ვიღებთ,
აქედან გამომდინარე — ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის,
რომ ვიტვირთოთ ერთმანეთის უძლურებანი და ესრეთ აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი — როგორც პავლე მოციქული გვასწავლის.
ვეცადოთ, რომ მოყვასის არასწორი მოქმედების იქით ეშმაკი დავინახოთ,
ჩვენ ერთნი ვართ — ქრისტეში,
ერთნი,
ამას ალტერნატივა არ აქვს.
სხვანაირი ქრისტიანობა — უბრალოდ, არ არსებობს“, - წერს დეკანოზს ოფიციალური გვერდი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„-17 გრადუსი ყინვა და ქარის გაძლიერება“ - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
🎥 „ჩვენი ოჯახი გილოცავთ მთელ საქართველოს!!“ - როგორ აღნიშნეს ზივზივაძეებმა 2026 წლის დადგომა