ოფიციალურად, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია.
„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ქართველი მეკარე 1-წლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, მერსისაიდულ კლუბს კი მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ფეხბურთელი შოთა არველაძე გამოეხმაურა:
„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.
მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით“, - წერს შოთა არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილი შვილს ელოდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან