18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძის ტრაგიკულ დაღუპვას სოციალურ ქსელში მსახიობი ნატა გულიაშვილი გამოეხმაურა:
„კესო, ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სასტიკად გაგწირავდნენ! ნათელში იყოს შენი ლამაზი სული!
ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული გოგო იყო. დეტალურად აქვს ჩემთვის მოყოლილი, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო გოგო. ისიც ჰოროსკოპით ლომი იყო და ბევრი რამ გვქონდა საერთო ხასიათშიც.
ძალიან ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მიკვირს, როგორ ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თან უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება ამ ბიჭთან...
კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ალექსანდრე საშა იოსელიანის 96, ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მდებარე სარიტუალო დარბაზში. დაკრძალვა კვირას ვაკის სასაფლაოზე 14:00“, - წერს ნატა გულიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს