Digest Logo

„მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო“ - თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძეზე

1726766598
თამუნია მექერიშვილი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძის ტრაგიკულ დაღუპვას სოციალურ ქსელში თამუნია მექერიშვილი გამოეხმაურა:

„მთელი დღეა ცუდად ვგრძნობ თავს. ..ჰაერიც რაღაცნაირი სიძულვილით სავსე, ტყვიასავით მძიმეა...

ძალიან იმოქმედა ამ ტრაგედიამ ჩემზე... მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო... უბრალოდ მე გადავრჩი...

მხეცურად მოკლული ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა....უსუსურობის შეგრძნება და განცდა მაქვს... რატომაა ხანდახან ასეთი სასტიკი სამყარო და ყველაზე საშიში ცხოველი ამ სამყაროში ადამიანი...

ადამიანებთან ცხოვრების და ყოფნის შიში გამიჩნდა... რადგან არასოდეს არ ვიცი, ვინ დგას ჩემს წინ.... ნებისმიერ გარემოებასა და ვითარებაში მირჩევნია ვიყო მოკლული, ვიდრე მკვლელი....

არა ძალადობას და არა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას! უფალო გევედრები აღასრულე ნება შენი და განდევნე სიბოროტე დედამიწიდან“, - წერს თამუნია მექერიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მიკვირს, როგორ ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თან უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება ამ ბიჭთან“ - ნატა გულიაშვილი

🎥 „წინა ცხოვრებაში მიმართავდა მაგიას, იმისთვის, რომ მიეზიდა სიყვარული... ზუსტად ის დაემართა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა“ - ნუმეროლოგი კესარია აბრამიძის დაღუპვაზე

„სიკვდილის წინ რომ მითხრან, რომ ცხონდე, მას შეუნდეო, უარს ვიტყვი და ჯოჯოხეთში ჩავალ“ - ვისზე საუბრობს ბესო ზანგური