Digest Logo

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძეზე

1726768807
მაკა ბოჭორიშვილი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა:

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც.

RIP კესარია“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მეც ჩავხედე სიკვდილს თვალებში, ასეთი მხეცისგან პირისპირ მდგომმა და ჩემი მშველელი არავინ იყო“ - თამუნია მექერიშვილი კესარია აბრამიძეზე

„ძლიერი და შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა და მიკვირს, როგორ ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე, თან უკვე ჰქონდა ამის გამოცდილება ამ ბიჭთან“ - ნატა გულიაშვილი

🎥 „წინა ცხოვრებაში მიმართავდა მაგიას, იმისთვის, რომ მიეზიდა სიყვარული... ზუსტად ის დაემართა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა“ - ნუმეროლოგი კესარია აბრამიძის დაღუპვაზე