Digest Logo

„ჩვენთვის სამოთხე არ არის საჩუქარი...ჩვენთვის სამოთხე თავად ღმერთია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1778097878
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ჩვენ იურიდიული ურთიერთობისგან ვთავისუფლდებით,
— რატომ?!
— იმიტომ, რომ შვილები ვართ,
შვილი იურიდიულად არ განიკითხება.
როგორც კი შენ შვილი ხდები — შენ განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს ღმერთთან;
მაგრამ ამას სჭირდება გაგება,
ნამდვილი რწმენა — ქრისტეში ღმერთის დანახვა.
რწმენა ნიშნავს მის ერთგულებას,
მცნებების აღსრულებას,
და ღმერთთან იურიდიული ურთიერთობისგან თავისუფლებას.
ადამიანი როგორ ცხოვრობს რელიგიურ ცხოვრებაში?! — „მე მცნებებს აღვასრულებ და სამოთხეს დავიმკვიდრებ, საჩუქრად“,
— რამდენ ეკლესიის წევრს აქვს ასეთი ცნობიერება?!
— ძალიან ბევრს...
და ქრისტიანობა ეს არ არის,
ეს არის იურიდიული დამოკიდებულება.
ჩვენთვის სამოთხე არ არის საჩუქარი, რომელსაც იმიტომ გვაძლევს ღმერთი, რომ კარგად მოვიქეცით,
ჩვენთვის სამოთხე თავად ღმერთია,
ჩვენ ხელმწიფება გვაქვს ღვთის შვილობისა,
და რაღაც ოთახი მინდა გარდაცვალების შემდეგ?! — არ ვარ ამაზე თანახმა!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „16-17 წლის ბიჭები ჩამოვედით თბილისში... ძალიან ბევრი გაჭირვება გვაქვს ნანახი“ - ლევან წვერავა კარიერაში პირველ ნაბიჯებს იხსენებს

⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?

⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა