Digest Logo

„COVID-19 გადატანილი ბავშვები მრავალჯერადი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იმყოფებიან“ - გიორგი ფხაკაძე შოკის მომგვრელ აღმოჩენაზე წერს

1745563412
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს, სადაც წერს, რომ COVID-19 გადატანილი ბავშვები მრავალჯერადი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იმყოფებიან:

„შოკის მომგვრელი აღმოჩენა: COVID-19 გადატანილი ბავშვები მრავალჯერადი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ იმყოფებიან – და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვრეაგირებთ!

გგონიათ, ბავშვებმა COVID-19 „მარტივად გადაიტანეს“? – სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი შთაბეჭდილება იყო.

ახალი, საერთაშორისო მასშტაბის კვლევები მოწმობს იმას, რასაც ბევრი ექიმი უკვე ხედავდა პრაქტიკაში – COVID-19 ტოვებს სიღრმისეულ, ფარულ კვალს ბავშვების ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს თვეების ან წლების შემდეგ.

ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ ხველასა და სიცხეზე, არამედ:

გულის ანთებაზე, თირკმლის დაზიანებაზე, ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებაზე, იმუნური რეაგირების დარღვევაზე, და ახალ დიაგნოზებზე, როგორიცაა ტიპი 1 დიაბეტი და ჰიპერტენზია.

რას ამბობს უახლესი მეცნიერება?

1. Nature Communications (2025):
• 1.2 მილიონზე მეტი ბავშვის ანალიზით დადგინდა:
• COVID-გადატანილ ბავშვებში:
• მიოკარდიტი – 2.8-ჯერ მეტი
• არითმია – 3.2-ჯერ მეტი
• გულის უკმარისობა – 2.5-ჯერ მეტი
• აუცილებელია 6-12 თვიანი მონიტორინგი ინფექციის შემდეგ

2. MDPI – Journal of Clinical Medicine (2024):
• ნეირო-კოგნიტიური დისფუნქცია
• მეხსიერების დაქვეითება
• შფოთვა, ემოციური ცვლილებები

3. Times of India (2025):
• თირკმლის ანთება
• ტიპი 1 დიაბეტი
• სისხლის შედედების დარღვევები

4. MedicalXpress (2025):
• არავაქცინირებულ ბავშვებში ხშირად ვლინდება გულისა და ფილტვების გართულებები

საკმარისია ვილაპარაკოთ მხოლოდ იმაზე, რომ ბავშვებმა COVID მარტივად გადააქვთ.
დღეს უკვე ვიცით – ინფექცია ბავშვების ორგანიზმში შეიძლება დარჩეს ჩუმად და იმოქმედოს მრავალ ორგანოზე.

საქართველო არ უნდა დაელოდოს შედეგებს, უნდა იმოქმედოს პრევენციულად!

მოვუწოდებ საქართველოს decision-maker-ებს:

შექმენით პოსტ-COVID ბავშვების ჯანმრთელობის მართვის პროგრამა, რომელიც მოიცავს:

1. კლინიკურ სკრინინგს (სისხლი, გული, თირკმელი)
2. სკოლებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერებას
3. ცნობიერების ამაღლებას მშობლებსა და პედიატრებში
ეს არის ინვესტიცია – თქვენი შვილების მომავალში.

მშობლებო – როგორ უნდა მოვიქცეთ?

1. დააკვირდით ბავშვს ინფექციის შემდეგ 6 თვემდე:
• უჩვეულო დაღლილობა
• გულმკერდის ტკივილი
• შფოთვა ან ემოციური ცვლილება
• სწავლაში ან კონცენტრაციაში სირთულე

2. მიმართეთ პედიატრს და მოითხოვეთ:

• სისხლის ანალიზი
• გულის გამოკვლევა (EKG/ექო)
• თირკმლის ფუნქციის ტესტები
• საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგის კონსულტაცია

3. გახსოვდეთ:

სჯობს, შეამოწმოთ და იყოთ მშვიდად – ვიდრე დაელოდოთ რთულ დიაგნოზს დაგვიანებით.

გააზიარეთ ეს სტატია – თქვენი ერთ-ერთი გაზიარება შესაძლოა სხვის შვილს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დაფიქრდით ეკონომიაზე და გადახედეთ ბიუჯეტს“ - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

🎥 გაიცანით, ახალგაზრდა გოგო, რომელიც თბილისიდან ნატახტარში საცხოვრებლად გადავიდა და მეურნეობა გააშენა

„ასეთი არამსგავსი ტყუპები გინახავთ?“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილების ფოტოს აქვეყნებს