Digest Logo

🎥 „დადგა დრო გავხსნა უძვირფასესი კარტი... მივმართეთ ჯადოქარს რომ დაეტრიალებინა მაგია...“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ფაცაცია?

1751606929
თიკა ფაცაცია

მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს.

თიკამ ამჯერად სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ პროექტის შესახებ გვიყვება, რომელიც მეგობრებთან ერთად დაიწყო.

როგორც მან დაწერა, საბოლოო შედეგებს ერთ კვირაში გაგვიზიარებს, იქამდე კი პერიოდულად შემოგვთავაზებს კადრებს თუ როგორ მივიდნენ საბოლოო შედეგამდე.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს რომ აღნიშნულ საქმეში ნიკოლოზ რაჭველიც ჩაერთო, მას კი მადლობას უხდის:

„ახლა კი დადგა დრო გავხსნა უძვირფასესი კარტი, მივმართეთ ჯადოქარს რომ დაეტრიალებინა მაგია ამ ულამაზესი სიმღერის არანჟირების ვერსიის სახით.

ნიკა, ჩვენი უძვირფასესი შემოქმედი, რომელსაც შეუძლია სასწაული ემოციების შექმნა, ჩაება ამ ჩემი ისტორიის წერაში და ეს იყო დიდი ბედნიერება.

მე ბედნიერების მჯერა“, - წერს თიკა ფაცაცია და ვიდეოს გვიზიარებს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უმჯობესი იქნება დღე დაუთმოთ ოჯახის წევრებს...“ - 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ არამდგრადი ამინდი 7 ივლისამდე შენარჩუნდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

„კარგ განწყობასა და პროდუქტიულობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება“ - 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი