Digest Logo

„დაგვიბარა, „ერთმანეთი გიყვარდეთ და საქართველო გადარჩებაო“ აღვასრულოთ უწმინდესის თხოვნა“ - ეკო ფანგანი პატრიარქზე

1773993152
ეკო ფანგანი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ემოციურ ისტორიებს იხსენებენ.

ერთ-ერთი ცნობილი ტელესახე ეკო ფანგანია, იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აღვასრულოთ უწმინდესის თხოვნა და ყველას უყვარდეს ერთმანეთი.

„ძალიან ბევრნი ვართ მართლმადიდებლები, ძალიან ბევრს უყვარს პატრიარქი, ძალიან ბევრის გულშია ქრისტე. ჰო და ეს ყველაფერი თუ ასეა, არ შეიძლება ერთმანეთი არ გვიყვარდეს!

ქრისტე მხოლოდ სიყვარულია, მართლმადიდებლობა შემწყნარებლობა და სიყვარულია. ჩვენი პატრიარქიც სულ და მხოლოდ ამას გვთხოვდა, გიყვარდეთ ერთმანეთიო..

რატომ ვერ ვასრულებთ ყველაზე მთავარს და ძვირფასს, რატომ არ ვუსმენთ მათ, ვინც ასე გვიყვარს.
ერთმანეთის გარდა, არავინ გვყავს ქართველებს. ხომ გავერთიანდით ახლა, ეს ხომ დაინახა მსოფლიომ და დავრჩეთ ასე, ნუ იქნება წამიერი ეს ერთობა!

ამ უმძიმეს ჟამს, ამ მრავალი ომის დროს, ჩვენი მცველი და მხსნელი გამოგვეცალა მიწაზე, მაგრამ დაგვიბარა, „ერთმანეთი გიყვარდეთ და საქართველო გადარჩებაო“ აღვასრულოთ უწმინდესის თხოვნა, დავიწყოთ თითო ნაბიჯით, თითო სიტყვით, ჩვენ რიგითებმა.

მე მიყვარხართ ყველა“, - წერს ეკო ფანგანი. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა “ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე

⭕„ჩვენს სამშობლოში არასდროს დაბნელდება, დღეს სამუდამოდ დავრწმუნდი ამაში, გვიყვარხართ უწმინდესო“ - მარიამ გაბედავა

🎥 „მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...“ - პატრიარქის და მგლის ლეკვის საოცარი ისტორია