Digest Logo

🎥 „დაიქირავა შვილის დაქალი, რომელსაც 500 ლარს უხდიდა... ლუკას უთხრა, თუ გინდა სახლში დავბრუნდე, შენი კუთვნილი ქონების თანამესაკუთრე უნდა გამხადოო“ - ლუკა კურტანიძის ცოლი მორიგ მიმართვას ავრცელებს

1753799789
ელდარ კურტანიძე

რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს.

ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.

მისი ამჟამინდელი მეუღლე სოფო მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქმის დეტალებზე საუბრობს:

„ქონებაზე დახამებული, დაგეშილი ადამიანია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემს მეუღლეს გაუმწარა სიცოცხლე. მოგიყვებით სიმართლეს, რომელიც თქვენ არ იცით. 

აღნიშნულმა ქალბატონმა დაიქირავა ლუკა კურტანიძის შვილის დაქალი, რომელსაც 500 ლარს უხდიდა იმისთვის, რომ მოეძიებინა ლუკას შვილებზე ფარული აუდიო, ფოტო ჩანაწერები, რომლითაც შემდეგ დააშანტაჟებდა ლუკას. 

ქირაობდა ქალებს, რომ ეთვალთვალათ ლუკას ოჯახზე. გახსოვთ ალბათ სიუჟეტები, როგორ ეხვეწებოდა ლუკა ხათუნას სახლში დაბრუნებულიყო. ლუკამ ხათუნას აჩუქა ბინა ვაკეში, ბოლო მოდელის მანქანები, სამოსახლო ბათუმში, სხვისი შვილები საკუთარ შვილებად მიიღო, დღემდე ლუკას ნაყიდ სახლში ცხოვრობს.

დედამთილი, ქალბატონი ციცო დღემდე ამბობს, გამომიყვანეთ სადმე და მასაუბრეთ ამ ქალზე, როგორ მიიყვანა პირველი ქმარი თვითმკვლელობამდეო. ეუბნებოდა, რომ უღალატა, მეორე შვილი მისი არ იყო. კაცმა ეს ტკივილი ვერ გადაიტანა და თვითმკვლელობამდე მივიდა. 

2021 წელს მან ლუკას უთხრა, თუ გინდა სახლში დავბრუნდე, შენი კუთვნილი ქონების (წყნეთში, ქობულეთი, ბორჯომი) თანამესაკუთრე უნდა გამხადოო. მათი ქორწინება და თანასაკუთრების გადაფორმება მოხდა ზუსტად ერთ დღეს და ერთ საათში. თაღლითურად, ამ გზით მიითვისა ლუკას ნაშრომი“, - ამბობს სოფო მეფარიშვილი.

@sopomeparishvili #საქართველოსმთავრობა #შინაგანსაქმეთასამინისტრო #თავისუფლებალუკას ♬ original sound - 👑Sofia_fit👑

ამავე თემაზე:

🎥 „უნდოდა გამეყიდა ჩემი მეუღლე, ამის სანაცვლოდ ამეღო ქონება... მეზობლებს შეუვარდა, აიძულებდა ლუკას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას“ - ლუკა კურტანიძის ცოლი მიმართვას ავრცელებს

„მე რომ მოვლა მქონდა ქმრისგან, ყველა ქალმა ინატროს... ყველაფრისგან დაგიცავ!“ - ლუკა კურტანიძის მეუღლე კრიტიკოსებს პასუხობს

„ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანა დაუზიანა...“ - პროკურატურამ ლუკა კურტანიძეს ბრალდება წარუდგინა