Digest Logo

„დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო...“ - ვარკეთილში ძაღლმა ქალი დაკბინა

1782559563
ძაღლი კბენა

ვარ­კე­თილ­ში პიტ­ბულ­მა ქალი დაგ­ლი­ჯა. შემ­თხვე­ვა მე­ო­თხე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მოხ­და.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა:

„ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით ჩაიაროს ოპერაციამ ...

დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო ...

ან სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი, რომ გენახა მოკვდა თუ მორჩა ადამიანი“, - წერდა მაკა ქობალია.

მოგვიანებით კი მან დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა:

„რადგან ბევრი მწერს პირადშიც, აქ დავწერ. ჩემი მეგობარი კარგადაა, რისიც გვეშინოდა თითებზე არაფერი დასჭირდა. საკმაოდ ბლომად დაკარგა სისხლი, გაუკეთეს გადასხმები, დაადეს ნაკერები, ხელის მტევნის ზედა ნაწილზე და გამოგვწერეს სახლში...

სტრესი დიდხანს გაჰყვება არამარტო მას, ალბათ ყველას ვინც ამ ამბავს შევესწარით...

ვინც ვარკეთილში ხართ, სანამ პოლიცია მიხედავს, მოერიდეთ, პიტბული იყო თეთრი, ყავისფერი ლაქებით, ცხოვრობს 414 კორპუსში.

ასევე საშიშია მეორე შავ-თეთრი პიტბული, რომელიც 413 კორპუსში ჰყავთ ...

P.S. პიტბულს არ ეკეთა არც საბელი და არც ალიკაპი“, - წერს მოქალაქე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„20 წლის წინ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი კაცი მყავხარ“ - შალვა კეკელია შვილს იუბილეს ულოცავს

„განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის და ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაში“ - კულტურის სამინისტრო გენო ნადირაშვილზე

ყურადღება! რეტროგრადული მერკური 29.06.26 - ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ გავლენას ყველაზე მეტად?