ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.
როგორც თავად აღნიშნავს, ადამიანმა ყველაფერი უნდა დააფასოს და არაფერს ელოდოს, მეგობრები გონივრულად შეარჩიოს, აკონტროლოს საკუთარი თავი და არა სხვები, ჯერ ყველაფერი კარგად გაიაზროს და მერე იმოქმედოს:
„მე ჩემი გაკვეთილები მივიღე და თქვენც გაგიზიარებთ:
1. შეწყვიტე ყველაფრის ყველასთვის მოყოლა (ყველა არ გისმენს სიამოვნებით ან მხარდაჭერის მიზნით).
2. მეგობრები გონივრულად შეარჩიე (მეგობარი ძალიან ფრთხილად და მხოლოდ მნიშვნელოვან ადამიანებს დაუძახე, სხვა ყველა, უბრალოდ ნაცნობია).
3. არაფერს ელოდე - დააფასე ყველაფერი (საკუთარი მოლოდინები დაგანგრევს, იმხელა რწმენით შეიძლება იყო „ლოდინის რეჟიმზე”, მართლა უკეთესს დაკარგავ).
4. გააკეთე მაქსიმუმი და ენდე პროცესს (შენ ყოველთვის დარწმუნდი, რომ მაქსიმალურად ეცადე და რესურსი არ დაგნანებია, რომ მერე არ გქონდეს დანაშაულის განცდა, სადღაც დააკელი ძალისხმევა).
5. აკონტროლე საკუთარი თავი და არა სხვები.
6. ისწავლე ნაკლები რეაგირება (რეაქცია ძალიან ფრთხილად და საჭირო დროს გამოხატე ნუ იქნები „სწრაფი” . გადაწყვეტილება მიიღე შენი შთაბეჭდილების საფუძველზე და ნუ შეამზადებ ნიადაგს).
7. როცა დარწმუნებული არ ხარ, გაჩუმდი (შეიძლება ინანო სანამ ზუსტად არ გეცოდინება, ამიტომ ჯერ „დარწმუნდი“ აცადე მდგომარეობას მომწიფება და სიტუაციას სიცხადე).
8. გახსოვდეს: ყველაფერს პასუხი არ სჭირდება (ხანდახან, ყველაფერი იმდენად აშკარაა, რომ პასუხს აღარ აქვს მნიშვნელობა და დრო არ დაკარგო).
9. დახურულ გონებასთან კამათი არ ღირს (თუ არ აქვს ადამიანს მოტივაცია, გისმინოს გულით და გაგითვალისწინოს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ იტყვი - რამ შეგაწუხა).
10. გაუშვი ბოროტების გარეშე (გაუშვი ბრაზის გარეშე ასევე, რადგან მათ საკუთარი თავიც ეყოფათ).
11. ჯერ გაიაზრე მერე იმოქმედე (ანალიზი და მერე დიდი ნაბიჯი. იფიქრე, რამოხდება თუ მოიქცევი ასე და რა არ მოხდება თუ ამას იზამ).
12. ნებისმიერ ქაოსში ღირსება შეინარჩუნე (არასდროს და არაფრის ფასად არ გაბედო საკუთარი ღირსების არ შენარჩუნება).
13. იყავი იქ, სადაც სიმშვიდეა და არა ხმაური (ყოველთვის იქ ყოფნა აირჩიე სადაც იცი, რომ დუმილიც დიალოგია. ზედმეტ ხმაურში და იქ სადაც ორზე მეტი საუბრობს რთულია ყოფნა. გაერიდე ადამიანი რომელიც მხოლოდ თვითონ არ არის შენთან და სხვების თვალით გიმზერს, სხვას გადარებს ან სხვა უფრო მეტად ადარდებს - რას იფიქრებს მასზე).
14. მხოლოდ ორჯერ თქვი რაც გაწუხებს და მერე უბრალოდ დააკვირდი. თუ არ გაქვს უკუკავშირი უბრალოდ მესამედ ნუ გაიმეორებ, წადი.
15. არაფრის არ შეგეშინდეს და ნუ გგონია, რომ რაღაც შენ არ დაგემართება. ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად იყავი.
16. არავის დაუმტკიცო შენი მნიშვნელოვანება. უბრალოდ იყავი იქ სადაც, გაფასებენ და არ სჭირდებათ მტკიცებულება, გგრძნობენ“, - წერს ნინი დგებუაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ გვიზიდავს თვითდიაგნოსტიკა და სად გადის ზღვარი - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი