
ლევან ვასაძის ქალიშვილი, მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე 30 მაისს დედა გახდა.
მას და ბათა ზედგენიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს.
ამჯერად, თათამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც შვილთან ერთად პოზირებს.
ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„დალოცვილი დედა იყავი“,
„საოცარი დედა-შვილი“,
„ბედნიერი დღეები გქონდეთ“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა მისი რჩეულის და ბათა ზედგინიძის ქორწილი გასული წლის 28 ივლისს გაიმართა.
თათა ვასაძე ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და „ტიკ-ტოკსაც“ იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კვირა დღე უფლისაა“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 „საოცარი ქალი...“ - შორენა ბეგაშვილის ახალი კადრები სოცქსელს იპყრობს