
მოზარდობის, ანუ გარდატეხის ასაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ფსიქოლოგიაში. მშობლების უმრავლესობა შიშით ელოდება ამ ასაკის დადგომას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა და მოზარდების მშობლებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„გარდატეხის ასაკმა დაიწია და აიწია, თუ აქამდე იყო 13-16 წელი, ახლა 10 წლიდან იწყება.
ჩვენ გვაქვს ძალიან სტრესული სამუშაო მშობლებს, ამიტომ ვეღარ გამოვყოფთ იმ დროს, რაც აუცილებელია შვილებისთვის. ეს არის პერიოდი, როცა მოზარდი მთლიანად რევოლუციონერი, მეამბოხეა. აუცილებლად მოგიჯახუნებს კარს, იუხეშებს და რჩევაა ეს ყველაფერი მიაწეროთ ასაკს და არ მიიღოთ საკუთარ თავზე.
როცა ჩვენ მოზარდს არა ზნეობით, პოზიტიური ემოციით კი არა ნეგატიურ ემოციებზე ვესაუბრებით, ეუბნები მე გიკრძალავ ამის გაკეთებას, ცხვირი ხომ წაიმტვრიე ერთხელ. ამის ნაცვლად უნდა უთხრა დარწმუნებული ვარ, შენ იგივე ტიპის შეცდომას აღარ გაიმეორებ, იმიტომ, რომ მე და შენ ეს უკვე გავიარეთ ერთხელ“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ასევე დაგაინტერესებთ: