Digest Logo

„დასავლეთში გვაქვს ქარიანი, მაგრამ თბილი და მზიანი ამინდი, აღმოსავლეთში კი ცივი და მცირე ნალექიანი“ - ამინდის პროგნოზი

1709053661
ძლიერი ქარი -ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„ბოლო დღეებია ატმოსფერული ვითარება ასახავს ამინდის წინააღმდეგობებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მეტეო პარამეტრებს ეტყობა გარდამავალი სეზონის მოახლოება, ერთი მხრივ დასავლეთში გვაქვს ქარიანი, მაგრამ თბილი და მზიანი ამინდი, აღმოსავლეთში კი ცივი და მცირე ნალექიანი.

ხვალიდან ამინდი შედარებით უფრო სტაბილური და წყნარი იქნება, ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში დაიწყებს კლებას 32 მეტრ წამიდან - 17-22 მეტრ წამამდე.

უახლოეს დღეებში - აღმოსავლეთში დღის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და +9, +11 გრადუსი იქნება, დასავლეთ საქართველოში კი +19, +21 გრადუსამდე დათბება.

მიუხედავად არასაუკეთესო ამინდის პირობებისა, უჩვეულო არაფერი არ ხდება, მსგავსი მეტეო სიტუაციის შექმნა არ არის უჩვეულო ჩვენი ქვეყნისთვის და არც თუ იშვიათადაა.

გისურვებთ უსაფრთხო და მშვიდ დღეებს და რაც მთავარია ბევრ მზის სხივს, რომელიც უხვად გვექნება“,- წერს  კობა ფარტენაძე.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ჯგუფმა გადაარჩინა

⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს

🎥 „7-ჯერ არის დვალიშვილი ნასამართლევი მაღაზიის ქურდობაზე“- ხურციძე-დვალიშვილის სკანდალი გრძელდება