ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მე როდესაც ღმერთთან ვსაუბრობ — მე უნდა ვიცოდე მას რაზე ვესაუბრები,
ანუ, ვიცოდე მას რა უნდა,
მისგან წამოსული ცოდნა ჩემში იყოს შემოსული,
ვიცოდე რა არის ღვთის ნება,
რა განმიცხადა მან, რომ ჩემს ლოცვას ჰქონდეს ნაყოფი.
თორემ იქნება:
— ეს მინდა,
— ის მინდა,
— ამაში დამეხმარე,
— ამაში შემეწიე,
მხოლოდ ეს იქნება,
და სხვა არაფერი...
და ჩვენ გადავიქცევით ქრისტიანებიდან — წარმართებად“, - აღნიშნულია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: