ახალციხელი ქუჩის მუსიკოსი საბა საფარელი საკმაოდ ცნობილია ინტერნეტსივრცეში, მას სხვადასხვა გადაცემებში ხშირად იწვევენ და მისი მუსიკა განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმაც.
მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა, სადაც მამაზე საუბრობს:
„ბევრმა არ იცის, რომ ძალიან სიმპათიური კაცის შვილი ვარ, არ გამიჭირდება თქმა და გეტყვით, 18 წლის ასაკში მამისგან განსხვავებით მე ასე კარგად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი! ისე მოვიდა 77 წლის ასაკამდე 1 კგ. არ ჰქონია ზედმეტი წონა. ურიგო არ იქნებოდა გამომყოლოდა მისი თვალის ფერი (მწვანე), მაგრამ მისი პატიოსნება და სიდინჯე ბევრად ძვირფასი გამოდგა. მეამაყება ის ფაქტი, რომ არ არსებობს ერთი ადამიანიც კი ისეთი ,ვინც მას იცნობს და მას პატივს არ სცემდეს!
მამა ძალიან მორიდებული ადამიანია, უსიტყვო, მასზე მისი საქმეები მეტყველებენ. მამას ხელებს ეკუთვნის საფარის ეკლესიის იატაკი, პრეფექტურის შენობის გვირგვინი, თამარ მეფის ძეგლის ირგვლივ მთლიანად მამის დაგებულია, ასევე უდის ტაძარში იატაკი, ივლიტას ეკლესიის კანკელის ნაწილი და სხვა ...
მისი კეთილი საქმეები მე მინათებს გზას და მისი მადლიერი ვარ.
დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა, არასოდეს მინახავს მამა მთვრალი, ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ის, რომ მამას ჩემთვის ხმა არასოდეს აუწევია და არც საყვედურით ავუვსივარ ოდესმე, შენიშვნა ნამდვილად ბევრი მომისმენია და მიმიღია კიდეც“, - წერს საბა საფარელი.
ცნობისთვის, საბა 9 წლის იყო, როდესაც კონკურსებში მონაწილეობდა. ცოტამ თუ იცის, რომ მისი ნამდვილი გვარი მაისურაძეა. იგი სამი წელი საფარის მონასტერში ცხოვრობდა და საფარელიც აქედან გაჩნდა. ჰყავს ერთი შვილი, შიო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქ ვინმეს პომიდორი ხომ არ ესიამოვნებოდა?“ - შორენა ბეგაშვილი პირველი მოსავლის მოლოდინშია
⭕ნუმეროლოგიის მიხედვით, რომელ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ სიმსუქნისკენ მიდრეკილება?