
გუშინ, 28 მაისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფეხბურთის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მყოფ ადამიანთა ნაწილმა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ნაკრების წევრს, ყოფილ კაპიტანს ჯაბა კანკავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დედა შეაგინეს, რასაც საპასუხოდ ფეხბურთელების გაღიზიანება მოჰყვა.
თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, მსაჯმა კი კანკავას წითელი ბარათი დაუწერა.
აღნიშნულ ინციდენტს სოციალურ ქსელში „დინამო თბილისი“ გამოეხმაურა და საგანგებო განცხადება გაავრცელა:
„გვსურს გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას.
სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.
მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.
გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ზაფხული სრული ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება
🎥 „ულამაზესი, დახვეწილი და გიჟი“ - როგორ აფასებენ ქრისტი ყიფშიძის პიკანტურ ფოტოებს სოცქსელში