ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად, არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც მშობლების სიყვარულზე წერს და ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს:
„რუსთავი 2“-დან მოვდიოდი.
შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე live კამერა ჰქონდა ჩართული.
ვკითხე, რა იყო ეს.
მან გამიღიმა და მითხრა:
„სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას. ასე ვიცი, რომ კარგად არის“.
არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები - უბრალოდ სუფთა სიყვარული. ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან.
არა ფული, არა საჩუქრები - უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა.
თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან - შენ უკვე მდიდარი ხარ.
მოუფრთხილდი შენს მშობლებს, დრო არ იცდის. სიყვარული არ უნდა გადაიდოს“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: