Digest Logo

„დავით აღმაშენებლის სახელი დაენათლა...“ - ნანა აროშიძისა და ილო ლობჯანიძის ვაჟი გაქრისტიანდა

1727206639
ნანა აროშიძე

ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ „ტიკტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს ათავსებდა.

დაოჯახების შემდეგ იგი მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში გადავიდა საცხოვრებლად.

რამდენიმე კვირის წინ ნანა დედა გახდა. წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს.

ამჯერად ნანა სოციალურ ქსელში ფოტოებს ტაძრიდან აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ პატარა დავითი გაქრისტიანდა:

„24.09.2024 - დათი გაქრისტიანდა, დავით აღმაშენებლის სახელი დაენათლა. ისეთი სერიოზულობით უსმენდა და აკვირდებოდა მთელ პროცესს, თითქოს იგებდა, რა ხდებოდა. მოვა დრო და მოგიყვებით, რა საოცარი დღე გვაჩუქე, დე“, - წერს ნანა აროშიძე.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nana Aroshidze (@nana_inthefarm)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 როგორ მოქმედებს ალკოჰოლი და თამბაქო ჩვენს სისხლზე? - ექიმ ნინო შარაშენიძის რჩევები

„როცა შენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ დაინახავენ, არ იდარდო, არც საყვედური თქვა, არც ის გაიფიქრო, აღარასოდეს არავის დავეხმარებიო“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

„ვაპირებდით, იმ სასაცილო ვიდეოებზე პასუხს... ისეთი დაცარიელებული ვარ, ვისთან ერთად გავაკეთებთ ახლა ყველაზე რეიტინგულ შოუს“ - იუნა შაფათავა კესარია აბრამიძეს ემშვიდობება