ბიზნესმენი დავით თორდია სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის, რომელიც დიდ ქალაქებში უპატრონო ძაღლების პრობლემის რადიკალურ გადაჭრას ეხება. მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების არსებობა კანონით აკრძალოს.
„ჩემი აზრით, დიდ ქალაქებში მაწანწალა, უპატრონო ძაღლები მთლიანად უნდა აიკრძალოს - ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებშია.
პატრონი, რომელიც ძაღლს მიატოვებს და ქუჩაში გააგდებს, უნდა გასამართლდეს ან დაეკისროს დიდი ჯარიმა. უნდა აშენდეს თავშესაფრები და ყველა უპატრონო ძაღლი გადაყვანილ იქნეს მათში. მორჩა! არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია!
თუ გინდა, ძაღლი იყოლიო, მიხვალ თავშესაფარში, აიყვან მას, მოუვლი და იზრუნებ მასზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ამ პროექტს მთავრობა დააფინანსებს თუ რომელიმე ქველმოქმედი ბიზნესმენი, ეს მაინც გასაკეთებელია.
P.S. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, იმათ არ მოეწონებათ, რომლებიც ძაღლების ხარჯზე მათხოვრობენ და ფულს აკეთებენ“, - წერს დავით თორდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვიტინია...“ - დამიანე კვარაცხელიამ „პსჟ“-ის ყველა ფეხბურთელის სახელი ზეპირად იცის
⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ქრისტიანიც გონიერი და თავისუფალია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე