საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში შვილის, დამიანე კვარაცხელიას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს.
პატარა დამიანე „პსჟ“-ის ფეხბურთელების კატალოგს ათვალიერებს და ყველა სპორტსმენის სახელს ზეპირად ამბობს:
ცნობისთვის, დამიანე უკვე მეორე ახალ წელს შეხვდება.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე გასული წლის 21 აგვისტოს გახდნენ მშობლები.
წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა კვარაცხელია „რუბინში“ თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილი ურთიერთობა ტრადიციულად განვითარდა - სიყვარული კი ქორწინებით დაგვირგვინდა.
2023 წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია იტალიიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ფეხბურთელმა კვიპროსის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, 16 ოქტომბერს კი რჩეულზე იქორწინა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ქრისტიანიც გონიერი და თავისუფალია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ მოტივაციის ილუზია: რატომ ვანგრევთ საკუთარ მიზნებს? - რას წერს რამაზ გიგაური