Digest Logo

„დე, არ დაიჯერო,რომ „ჯენზის“ დედა ხარ! მამაც დაამშვიდე! ისევ თქვენი სალომე ვარ! რაც შეგეძლოთ და იმაზე მეტი, ვიდრე შეგეძლოთ, გააკეთეთ!“ - სალომე ანდრონიკაშვილი

1678715868
სალომე ანდრონიკაშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ანდრონიკაშვილი სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთ აქტუალურ თემას „Gen Z“ ეხმაურება.

ის ასევე წერს, რომ ვერც ფულითა და ვერც სისხლით ვერ გაძღა ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება.

🎥 „Gen Z არა ტაშტი! დაკვირვებული ვარ, შანსი არაა რამე რომ არ გააფუჭოთ თქვენი კულტის და ბაბლის სინდრომით!“ - რას ამბობს დომენიკ მანგო

„დე, არ დაიჯერო,რომ „ჯენზის“ დედა ხარ! მამაც დაამშვიდე! ისევ თქვენი სალომე ვარ!

ეს ტერმინიც იმათი მოგონილია, ვისაც თაობებს შორის არსებული ხიდის ჩატეხვა უნდა! არც იმ მშობლებს აჰყვე, თავზე ნაცარს რომ იყრიან და შვილებს ებოდიშებიან: „რა ქვეყანას გიტოვებთო...“ როგორ თუ რა ქვეყანას?! ქართულად რომ ლაპარაკობს, წერს, კითხულობს, ქართულ წირვა-ლოცვას რომ უსმენს სამების დიდებულ ტაძარში,მ მღვდლის კურთხევით რომ ქორწინდება, შვილებს რომ ნათლავს, რეზო ლაღიძის სიმღერით რომ ეფერება მზის და ვარდების მხარეს - თბილისს! გალაკტიონის ლექსებით გაოგნებული რომ უყურებს დაღალულ ატმის რტოს ...აი ეს ქვეყანა მოიტანეთ ჩვენამდე?! ღმერთმა ქნას, მომავალში ჩვენ კიდევ უფრო უკეთესი დავუტოვოთ ჩვენს შვილებს!

დღეს ჩვენს თვალწინ ისტორია ყალბდება! „მშვიდობიან“ აქციის „ულამაზეს“ ფოტოებს მიაქვს ფბ! რა მოლოტოვის კოქტეილი, რომელი ქვები და ჯაჭვები, რა ბილწსიტყვაობა? ყოჩივარდების ჟღურტულში ესროლეს კვერცხები სახალხო დამცველს, რომელიც სამშვიდობოს გასული იუწყება: „ძალას გადააამეტესო... “ დაზიანებული პოლიციელები ჯერ არ მოუნახულებია, დრო არ აქვს, ინტერვიუებს იძლევა... 

ეს რა საშინელი ხიბლი ჰქონია ხელისუფლებას, რომ ვერც ფულითა და ვერც სისხლით ვერ გაძღა ყოფილი და ახლანდელი?! როგორ ამოეფარნენ „რუსულ კანონს“ და პარლამენტში შევარდნის სურვილით კიდევ ერთხელ დაარბიეს რუსთაველის გამზირი?!

ეს მეფე ერეკლეც რა ხიხია ყოფილა?! სიყვარულით ქართველმა ხალხმა „პატარა კახი" რომ შეარქვა - ათასჯერ დაჭრილს და დაჩეხილს, მისი ლამაზი ქვეყნისთვის მცხოვან მეომარს...

გიორგი სააკაძის ძეგლიც მოაშორეთ მოედანს, ისიც ხიხია ყოფილა, ე მანდ გიულას ინსტიტუტის პირდაპირ რომ წამოჭიმეთ და ნერვებს უშლით „პატრიოტებს", არა გრცხვენიათ?!

ერთმა დაწერა: (ფუნაგორია?) „მზესუმზირების ყანას უღებენ სურათებს და არა ფუნასო. „მართლაც, კარგი პატრონის ხელში ყანა გამარგლულია და იქ სარეველა არ ჭაჭანებს! ისე ფუნას და ფალოსის ერთმანეთთან გაიგივება პირველად გავიგე! შედარებაზე ბაბუაჩემის საყვარელი ანეკდოტი მომაგონდა: გიდი სვანურ კოშკებს ათვალიერებინებს სტუდენტებს. ერთმა ახალგაზრდამ უთხრა: „უკაცრავად, შარვალი გარღვეული გაქვთო!" - ჩემს ტრაკში ყურებას, კოშკებს უყურეთ გირჩევნიათო,- უპასუხა გიდმა.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით ჩემი მშობლების თანატოლებო: რაც შეგეძლოთ და იმაზე მეტი, ვიდრე შეგეძლოთ, გააკეთეთ! რუსებთან ნაომარი ბიჭების ქვრივებით სავსეა სასაფლაოები. შავს ვერ ელევიან შვილმკვდარი დედები. სააღდგომოდ საფლავებს შესეულ ადამიანებში თალხი ფერი ჭარბობს!
დე, მამ! სიცოცხლისათვის! რაც აქამდე მოგვიტანეთ იმისათვის, ცამდე მადლობა! 
დანარჩენი - ჩემიდაჩემიძმისია!“, - წერს სალომე ანდრონიკაშვილი. 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი