Digest Logo

„დე, სულ ბედნიერი უნდა გვყავდე“ - რუსკა ქარქაშაძის მილოცვა იუბილარ დედას

1761140328
რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში დედას დაბადების დღეს ულოცავს და მას ბედნიერებას უსურვებს. 

ახალგაზრდა მსახიობი მისალოც სიტყვებს თან ურთავს შვილის და ბებიის ფოტოს:

„დე, გვიყვარხარ.

სულ ბედნიერი უნდა გვყავდე“, - წერს რუსკა ქარქაშაძე.

ცნობისთვის, რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. იგი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

რუსკას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს 2024 წელს ბიჭი შეეძინათ. რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია ბავშვის ვინაობა, რომელიც მე-7 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

კურნების რა მეთოდებს იყენებდნენ ჩვენი შორეული წინაპრები და რით აღემატებოდა მათი ცოდნა თანამედროვე მედიცინის მიღწევებს

🎥 „ძალიან, ძალიან მიყვარხარ და მინდა, ჩემს გვერდით იყო რაც შეიძლება დიდხანს“ - მანუ მურღულიას მილოცვა 71 წლის იუბილარ ბაბუას