Digest Logo

„დედ-მამა არ ჰყავდა, ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თავს, მხოლოდ და ჰყოლია“ - ახალი დეტალები ტრაგიკულად დაღუპულ დათო ბართიაზე

1752559263
დათო ბართია

გუშინ, 14 ივლისს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. 

უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი კი 40 წლის დათო ბართიაა, რომელიც სამეგრელოდან, კერძოდ მარტვილიდან იყო.

დაღუპულის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი „დედამიწის გარშემო“ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

„ერთ-ერთი, ვინც ვაგზალზე ბეტონის ქვეშ მოყვა, 40 წლის დათო ბართიაა, რომელიც სამეგრელოდან, მარტვილის რაიონის, სოფელი ბალდიდან იყო.

უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა. დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თურმე თავს.

მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო. საბედნიეროდ იგი გადარჩა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„კარგი დროა პირადი ან საოჯახო ბიუჯეტის გადახედვისთვის და ხარჯების შეზღუდვისთვის“ - 15 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს