Digest Logo

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

1752511742
შენობა ჩამოინგრა

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის თქმით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ერთი ადამიანია დაღუპული, ხოლო ერთი კლინიკაში გადაიყვანეს.

მისივე განცხადებით გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შენობის ჩამონგრევის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები

⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია