Digest Logo

„დედა 30 წელზე მეტია სკოლაში ასწავლის, როგორი მძიმე ამბავი არ მოუყოლია, მაგრამ ასეთი არასდროს გამიგია“ - ნინუცა კეკელია უმძიმესი ამბის შესახებ წერს

1682407199
ნინუცა კეკლია

ჟურნალისტი ნინუცა კეკელია სოციალურ ქსელში უმძიმესი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით ერთ-ერთ სკოლაში მოხდა, სადაც დედამისი ასწავლის.

🔵 „ერთად დგომით რა მაგარი ამბები შეგვიძლია დავატრიალოთ - როგორც ნუცას, ისევე ხვიჩას შემთხვევაში“ - გიორგი გაბუნია 

„დედა 30 წელზე მეტია სკოლაში ასწავლის, როგორი მძიმე ამბავი არ მოუყოლია, მაგრამ ასეთი არასდროს გამიგია ...
ჩემმა მოსწავლემ კლასელს ჩანთიდან პური მოპარაო.

არ დავიჯერეთ ეს ამბავი, მაგრამ რამდენიმე დღეში სხვა მოსწავლე ღვეზელს ჭამდა და ძირს დაუვარდაო. მთხოვა , რაფაზე შემოვდოთ ჩიტები შეჭამენო.

ის ბავშვი მოვიდა, ღვეზელი არ გადააგდოთ მე შევჭამო...

ორი დღეა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, სამი და - ძმა ჰყავს, მამა ავადაა , მხოლოდ დედა და მე- 12 კლასელი ძმა მუშაობენო ...

ხო, ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ და წამლებს იხვეწებიან და ჩვენ გვგონია, რომ ამას რამე შეცვლის !“, - წერს კეკელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის მოხვდა

🔵„ძალიან დიდი სირცხვილია არ გესმოდეს გამწარებული დედების ხმა “ - ხატია სიჭინავა

🔵„აქონდროპლაზიით დაავადებულმა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა გააკეთეს ყველაზე დიდი საქმე, რომელიც შეიძლებოდა გაეკეთებინათ“ - მერაბ მეტრეველი